იარაღის სანაცვლოდ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ოკუპირებულ ცხინვალში საბანკო ანგარიში გაუხსნა? - რას წერს NYT

06.02.24 16:39
იარაღის სანაცვლოდ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ოკუპირებულ ცხინვალში საბანკო ანგარიში გაუხსნა? - რას წერს NYT

The New York Times-ის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ოკუპირებული ცხინვალის გავლით მსოფლიო საბანკო ქსელთან დაკავშირებაში ეხმარება, სანაცვლოდ კი შეიარაღებას იღებს.

დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ჩრდილოეთ კორეულმა ფასადურმა კომპანიამ სხვა რუსულ ბანკში ანგარიში გახსნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ფხენიანს შესაძლოა გაეროს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება. NYT წერს, რომ ეს ანგარიში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაიხსნა.

გასულ თვეში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდ. კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და 2,5 მილიონი ვაზნა გაუგზავნა და სანაცვლოდ სამხედრო ტექნიკა მოითხოვა. 

უცნობია, მიაწოდა თუ არა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ტექნიკა.