მასირებული შეტევა უკრაინაზე - ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა

07.02.24 12:19
მასირებული შეტევა უკრაინაზე - ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა

კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში X-ზე წერს. 

„დილას თავშესაფარში ვიწყებ, როცა კიევში საჰაერო განგაშის სიგნალები ისმის. ეს მამაცი უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი უკანონო აგრესია დაიწყო“, - წერს ჯოზეფ ბორელი .

ბორელი კიევში გუშინ ჩავიდა.

მთელს უკრაინაში განგაშია - საჰაერო თავდაცვის სირენები მთელს ქვეყანაში გამთენიისას ჩაირთო -კიევი, ხარკოვი, ლვოვი და ჩერკასის ოლქები, ყველგან აფეთქებებია. 

ოკუპანტებმა მასობრივი  იერიში რამდენიმე ქალაქზე  და უკრაინის დედაქალაქზე ერთდროულად მიიტანეს.  რაკეტების გარდა, რუსულმა არმიამ  ინფრასტრუქტურა და დასახლებული პუნქტები დრონებითაც  დაბომბა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. 
 

მსგავსი სიახლეები