რუსების მორიგი მასიური თავდასხმა უკრაინაზე - ოკუპანტებმა 6 რეგიონი დაბომბეს
რუსმა საოკუპაციო ძალებმა ერთდროულად უკრაინის ექვს რეგიონს შეუტიეს - მიკოლაევის რაიონში ოკუპანტების იერიშს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათობით საცხოვრებელი კორპუსი კი განადგურდა.
რუსებმა ასევე კიევიც დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-ზე პირი დაშავდა. არსებობს ვარაუდები, რომ ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი.