ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

07.02.24 13:13
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა - იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ომის კაბინეტის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

როგორც ირკვევა, სამუშაო შეხვედრებზე მთავარი თემა ჰუმანიტარული პაუზის აღების მოთხოვნა იქნება.