ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა, ყველა სამსახური ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს - ზელენსკი

07.02.24 14:31
ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა, ყველა სამსახური ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაზე მორიგ მასიურ თავდასხმას ეხმაურება - იგი უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ზელენსკის თქმით, რუსეთი პასუხს აგებს საკუთარი ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისთვის.

რუსების მორიგი საჰაერო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენი ყველა სამსახური ამჟამად ამ ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს. მიკოლაევში ათობით სახლი დაინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა. კიევში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. ლვოვში შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან.

ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ჩვენ რუსეთს აუცილებლად ვუპასუხებთ. ტერორისტები თავიანთი ქმედებებისთვის პასუხს ყოველთვის აგებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები