ევროკავშირი უკრაინას წლის ბოლომდე მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს

07.02.24 18:07
ევროკავშირი უკრაინას წლის ბოლომდე მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს

2024 წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული კომპლექსი აგრძელებს განვითარებასა და ზრდას.

ჩვენი თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსი თავის შესაძლებლობებს აჭარბებს. წლის დასაწყისიდან ის 40%-ით გაიზარდა. შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ წლის ბოლომდე შემოწირულობების სახით [უკრაინისთვის] მიწოდებული საბრძოლო მასალის საერთო რაოდენობა 1 მილიონ 155 ათასზე მეტი იქნება. ეს საკმაოდ ზუსტი ციფრია”, - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები