„სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ კანონი - ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო
ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო. საქმე ეხება „სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ კანონს, რომელმაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაში.
უნგრეთს ორი თვე აქვს, რომ ევროკომისიის პრეტენზიებს უპასუხოს.
„ევრონიუსი“ წერს, რომ უნგრეთის პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული კანონი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, გამოიძიება დაიწყოს ფიზიკური პირების და ორგანიზაციების წინაამდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი იქნებიან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში. აღნიშნული კანონით მსჯავრი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანონის იმპლემენტაცია ეკისრება ახალ სამთავრობო ოფისს, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას იმ პირთა ჯგუფების შესახებ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და თვლიან, რომ გავლენას ახდენენ საჯარო დებატებზე.
ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ კანონი „არღვევს“ ფუნდამენტური ღირებულებების ფართო სპექტრს, როგორიცაა დემოკრატიის პრინციპი, პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
კრიტიკოსების თქმით, ეს კანონები არის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური მთავრობის ბოლო მცდელობა, გააჩუმოს ოპონენტები ევროკავშირისა და უნგრეთის გადამწყვეტი ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც ივნისში ჩატარდება.