რუსეთი უნდა დაისაჯოს - ზელენსკი

08.02.24 09:52
რუსეთი უნდა დაისაჯოს - ზელენსკი

უკრაინის საჰაერო ფარი გაძლიერდება, რუსეთი კი დაისჯება - ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის მთავარ გეგმებზე ალაპარაკდა. ომში მყოფი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  პუტინის რეჟიმს სისტემური დანაკარგები დაასუსტებს.

ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება რუსული გაყინული აქტივების შესახებ. ძირითადი მიზანი კონფისკაციაა, რასაც ზელენსკის შეფასებით, დასავლეთის მხრიდან ერთიანი და ძლიერი გადაწყვეტილება სჭირდება.