ამერიკის სენატში უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი ჩავარდა

08.02.24 09:57
ამერიკის სენატში უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი ჩავარდა

ამერიკის სენატში ჩავარდა პროექტი, რომელიც მიზნად უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდაჭერას ისახავდა. ფინანსური დახმარების პაკეტი ჯამურად 118 მილიარდი დოლარის მოცულობის იყო, საიდანაც მხოლოდ 60 მილიონი უკრაინას ეგზავნებოდა.

წინა კვირას მიღწეული შეთანხმება რესპუბლიკელებმა დაარღვიეს. დასავლური მედიის ცნობით, რესპუბლიკელებს დონალდ ტრამპმა მოუწოდა, უარი ეთქვათ კომპრომისებსა და კანონპროექტის მხარდაჭერაზე. სწორედ ამას პროგნოზირებდა ჯო ბაიდენიც, როდესაც  განაცხადა, რომ ტრამპის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა იყო მოსალოდნელი.