ამერიკის არმიამ ერაყში ჰეზბოლაზე მიიტანა იერიში - დაღუპულია დაჯგუფების ორი მეთაური

ლიკვიდირებულია ჰეზბოლას მეთაური - გამოცემა "Reuters"-ის ინფორმაციით, ამერიკის არმიამ ერაყში ჰეზბოლას დაჯგუფებაზე იერიში გვიან ღამით მიიტანა. ქალაქ ბაღდადში დრონი ავტომობილს დაეცა.
დაღუპულია პრო ირანული დაჯგუფების ორი მეთაური, მათ შორის არის აბუ ბაქრ ალსადი, რომელიც ვაშინგტონს ამერიკელ სამხედროებზე მოწყობილ თავდასხმაში ადანაშაულებს.