საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება საგრძნობლად ცვლის სიტუაციას რეგიონში - ფაშინიანი

08.02.24 10:15
საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება საგრძნობლად ცვლის სიტუაციას რეგიონში - ფაშინიანი

"საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საგრძნობლად ცვლის სიტუაციას რეგიონში", - ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სომხეთის ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეცვლილია.

მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა. და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (საქართველო და თურქეთი. რედ.) და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა "სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი?" ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი - ეს ჩვენი რეგიონია", - თქვა სომხეთის პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები