ნეთანიაჰუ უნდა წავიდეს, იგი არ არის სანდო ლიდერი - კლინტონი
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტომა ისრაელის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ "სანდო ლიდერი არ არის".
თავდასხმა სწორედ მისი მეთვალყურეობის ქვეშ მოხდა. ის უნდა წავიდეს და თუ ის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებას წარმოადგენს, თუ ის ხელს უშლის იმის განხილვას, თუ რა უნდა მოხდეს შემდეგში, მაშინ ის აუცილებლად უნდა წავიდეს“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
კლინტონის თქმით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" დაიწყო ომი ისრაელში, ამიტომ IDF-ს სრული უფლება აქვს ომის კანონების მიხედვით საკუთარი ქვეყანა დაიცვას.
ნახეთ რა გაუკეთა რუსეთმა უკრაინას, გაანადგურა საავადმყოფოები, სკოლები, ქალაქები მიწასთან გაასწორა, გაიტაცა ბავშვები. ეს საშინელებაა. როდესაც შენ აგრესორი ხარ, როგორც „ჰამასი“ იყო 7 ოქტომბერს, ან როგორც რუსეთი იყო 2022 წლის თებერვალში, რა უნდა გაუკეთო აგრესორს? შენ იგი უნდა შეაჩერო“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.