რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 17 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რეგიონებს 17 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს - იერიში ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე მიიტანეს, თუმცა გაშვებული დრონებიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 "შაჰიდის" განადგურება შეძლეს.
ქალაქ ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძო საწარმოები და საოფისე შენონები.