ოკუპანტებმა ოდესა დრონებით დაბომბეს - დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

08.02.24 12:45
ოკუპანტებმა ოდესა დრონებით დაბომბეს - დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე იერიშები დრონებით მიიტანეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, დაუმთავრებელი მაღალსართულიანი შენობა და საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა. ინფრომაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. 

 დაუმთავრებელი მაღალსართულიანი შენობა მტრის დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა და მინა ამოვარდა. დაფიქსირდა საგანმანათლებლო დაწესებულების შენობის დაზიანებაც - აღარ არსებობს სახურავი, ჩაინგრა იატაკი, ჩამტვრეულია მინები. ხანძარი არ დაფიქსირებულა, - ამბობს კიპერი. 

კიპერმა ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის შედაგად აღუპულები და დაშავებულები არ არიან. 

მსგავსი სიახლეები