რუსეთის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ნადეჟდინის კანდიდატურა უარყო

რუსეთის საარჩევნო კომისიამ უარყო ბორის ნადეჟდინის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში - ამის შესახებ ინფორმაციას პუტინის კონკურენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იგი არ აპირებს დანებებას და მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
"რუსეთის მასშტაბით 200.000 ხელმოწერა ღიად და პატიოსნად შევაგროვეთ", - ამბობს ნადეჟდინი.