"რონალდ რეიგანი დღეს საფლავში ბრუნავს" - ტუსკიმ ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები გააკრიტიკა

08.02.24 14:14
"რონალდ რეიგანი დღეს საფლავში ბრუნავს" - ტუსკიმ ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები გააკრიტიკა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები უკრაინისა და ისრაელისთვის გადასაცემი დახმარების პაკეტის დაბლოკისთვის გააკრიტიკა.

ტუსკის თქმით, "რონალდ რეიგანი, რომელიც ამერიკელებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა, დღეს საფლავში ბრუნავს".

ძვირფასო ამერიკელო რესპუბლიკელო სენატორებო. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა, დღეს ნამდვილად საფლავში ბრუნავს. გრცხვენოდეთ!“ - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

ცნობისთვის, ამერიკის სენატში ჩავარდა პროექტი, რომელიც მიზნად უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდაჭერას ისახავდა. ფინანსური დახმარების პაკეტი ჯამურად 118 მილიარდი დოლარის მოცულობის იყო, საიდანაც მხოლოდ 60 მილიონი უკრაინას ეგზავნებოდა.