ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის არჩევნებში 92,05%-ით გაიმარჯვა - წინასწარი შედეგები

08.02.24 18:08
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის არჩევნებში 92,05%-ით გაიმარჯვა - წინასწარი შედეგები

აზერბაიჯანისსაარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92,05%-ით გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიამ 6,537 საარჩევნო უბნიდან 6,102-ის შედეგები უკვე დაითვალეს, რაც საერთო რაოდენობის 93,35%-ს შეადგენს. 

ალიევმა 4,281,625 ხმა მიიღო. 

მეორე ადგილზე გავიდა კანდიდატი ორუჯ ზაჰიდ მაჰარამ-ოღლუ (2.19%) ხმა მიიღო, მესამე ადგილზე 92,980 ხმით, ფაზილ გაზანფარი გავიდა. 

მსგავსი სიახლეები