ცუდი დღე პუტინისთვის და კარგი - დემოკრატებისთვის - ზელენსკი სენატის გადაწყვეტილებაზე

მადლობელი ვარ აშშ-ს სენატის გადაწყვეტილების გამო, რომ განიხილოს უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერზე წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.
მადლობელი ვარ აშშ-ს სენატის გადაწყვეტილების გამო, რომ განიხილოს უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაზრდისთვის. ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღე დემოკრატიებისთვის, - წერს ზელენსკი.