რუსეთის თავდაცვა: უკრაინულმა დრონებმა იერიშები ქვეყნის 4 რეგიონზე მიიტანეს

09.02.24 10:39
რუსეთის თავდაცვა: უკრაინულმა დრონებმა იერიშები ქვეყნის 4 რეგიონზე მიიტანეს

რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიშები, სულ  მცირე, ქვეყნის 4 რეგიონზე მიიტანეს. 

უწყების განცხადებით, იერიშები კურსკის, ბრიანსკის და ორიოლის რეგიონების, კრასნოდარის ტერიტორიისა და შავი ზღვის ტერიტორიებზე იქნა მიტანილი. მათივე მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდავამ 19 დრონის განადგურება შეძლო.

ორიოლის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმა "ტელეგრამზე" დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა 4 დრონის თავდასხმის მცდელობა საწვავისა და ენერგეტიკული კოპლექსის ობიექტებზე. მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.