ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ ყოფილან - დანილოვი

"რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილ "ილ-76"-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ ყოფილან", - ამის შესახებ განცხადება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა Babel-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე სამხედრო ტყვეები იქნებოდნენ, შემთხვევის ადგილას მეტი "ბიოლოგიური მასალა" იარსებებდა.
იყვნენ თუ არა იქ სამხედრო ტყვეები? ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არა" - თქვა დანილოვმა.
ცნობისთვის, რუსეთში თვითმფრინავი 24 იანვარს ჩამოვარდა. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვა არ ადასტურებს.