რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში სუმის ოლქზე მიიტანეს - არის მსხვერპლი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში სუმის ოლქზე მიიტანეს - დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმა საცხოვრებელი კვარტლის მიმართულებით განახორციელეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 4. ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ადგილზე ყველა საჭირო სერვისი მუშაობს" - ნათქვამია ცნობაში.