"დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის გამოიყოფა დახმარების პაკეტი" - ზელენსკი აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა

09.02.24 23:31
"დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის გამოიყოფა დახმარების პაკეტი" - ზელენსკი აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა - მხარეებმა ომში ჩართული ქვეყნისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ზელენსკის თქმით, რუსი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში გასამარჯვებლად საჭიროა ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დახმარება.

არ შეგვიძლია აგრესორთან ჩვენს ბრძოლაში გავჩერდეთ. ეს ბრძოლა რომ ეფექტიანი იყოს, მოკავშირეების მხარდაჭერა გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატების. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები