შტატები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გააგრძელებს - პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩართული ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის სპიკერი, პატრიკ რაიდერი ავრცელებს.
მისი თქმით, აშშ მოკავშირეებთან თანამშრომლობას აწარმოებს, რათა უკრაინის საჭიროებები განისაზღვროს.
არსებობს გარკვეული თანხები, რომლებიც მიწოდებულია USAI-ის პროგრამის ფარგლებში [Ukrainian Security Assistance Initiative], რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის გარკვეულ შესაძლებლობებს.
ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა განვსაზღვროთ უკრაინის საჭიროებები და შემდეგ ვიმუშაოთ მათთან ამ პროცესის გასაადვილებლად“, - თქვა რაიდერმა.