ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის შემდეგ, გენშტაბის უფროსიც შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლის შემდეგ, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, სერგეი შაპტალაც შეცვალა - გენშტაბის უფროსად გენერალ-მაიორი, ანატოლი ბარგილევიჩი დაინიშნა.
მან მადლობა გადაუხადა სერგეი შაპტალას გაწეული ძალისხმევისთვის.
დღეს შეხვედრები გავმართე უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მეთაურთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან. შეხვედრების შედეგების მიხედვით: პირველი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შეცვლა. მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალას ომის ამ ორი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.