რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი
რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
დარტყმის შედეგად ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსა და 15 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძრის ფართობი დაახლოებით 3700 კვადრატული მეტრი იყო და 50 ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურები დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ. ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.