ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდნენ - მხარეებმა ომში ჩართული ქვეყნის საკითხი განიხილეს და აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს.
შოლცმა თქვა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინის დახმარების საკითხში გერმანიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ახლა, როგორც დანარჩენ ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე უნდა მოხდეს", - თქვა გერმანიის კანცლერმა.