ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს - სტოლტენბერგი

10.02.24 13:38
ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საჭიროა ომში ჩართული ქვეყნის, უკრაინის მხარდაჭერა.

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება.

ჩვენ სამრეწველო ბაზის სწრაფად აღდგენა და გაფართოება გვესაჭიროება, რათა უკრაინისთვის მიწოდება გავზარდოთ და ჩვენი საკუთარი რეზერვები შევავსოთ. ეს მშვიდობიან პერიოდში ნელი წარმოებიდან სწრაფ წარმოებაზე გადასვლას ნიშნავს, როგორც ეს კონფლიქტის დროს არის აუცილებელი“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები