რუსი საოკუპაციო ძალები კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან - ISW

10.02.24 13:46
რუსი საოკუპაციო ძალები კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან - ISW

რუსი საოკუპაციო ძალები კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან - ამის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით საკუთარი მებრძოლები მოინახულა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

ეს ვიზიტი, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა პრიორიტეტს ანიჭებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე", - ნათქვამია განცხადებაში.