რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდერმა თქვა - FORBES

10.02.24 13:54
რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდერმა თქვა - FORBES

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ყოფილმა პარტნიორმა, ბიზნესმენმა ვასილ ანისიმოვმა, რომელიც მეშვიდე მილიარდერია, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარი ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში თქვა, თუმცა ამის პარალელურად, იგი რუსეთში საქმიან ვიზიტებს კვლავ აგრძელებდა.

გამოცემის თანახმად, ანისიმოვი ხორვატიისა და დომინიკის მოქალაქეა. მან დომინიკელთა პასპორტი 60 000 ამერიკულ დოლარად 1990-იან წლებში, ხოლო ხორვატიის 11-მილიონიანი დოლარის ინვესტიციის ჩადების შემდეგ, 2003 წელს მიიღო.

მსგავსი სიახლეები