აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 6 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა კალიფორნიის სან-ბერნარდინოს ოლქის ქალაქ ბეიკერთან მოხდა.
ინფორმაციას KABC ავრცელებს. ცნობილია, რომ ვერტმფრენში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
ცნობილია, რომ Orbic Air-ის ვერტმფრენი პარასკევს (ადგილობრივი დროით) დაახლოებით 20:45 საათზე პალმ სპრინგსის აეროპორტიდან აფრინდა. ის მიემართებოდა ბოლდერ სიტიში, ნევადაში, როდესაც დაახლოებით ღამის 10 საათზე ჩამოვარდა.
კატასტროფის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. მომხდარზე გამოძიებას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო აწარმოებს.