რუსეთის ქალაქ ტოლიატიში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს - არიან დაშავებულები
რუსეთის სამარას ოლქის ქალაქ ტოლიატიში ხანძარი მძვინვარებს. ხანძარი "ჟარას" სასტუმრო კომპლექსში გაჩნდა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული სააგენტო TASS იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ხანძრის ფართობი 800 კვ.მ-ია. სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ხანძრის ჩაქრობაში 105 ადამიანი და 29 ტექნიკა იყო ჩართული.
პარალელურად, ტელეგრამის არხი "ბაზა" იუწყება, რომ შენობიდან 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - ყველა მათგანი "ჟიგულის მილის" ფესტივალის მონაწილე იყო.
შენობაში დიდი რაოდენობითაა ხის კონსტრუქციები, რის გამოც ხანძარი სწრაფად ვრცელდება.