ისრაელმა ღაზაში გაეროს შტაბ-ბინის ქვეშ ჰამასის მიწისქვეშა ბაზა იპოვა

11.02.24 10:22
ისრაელმა ღაზაში გაეროს შტაბ-ბინის ქვეშ ჰამასის მიწისქვეშა ბაზა იპოვა

ტერორისტულმა ჯგუფმა ჰამასმა მიწისქვეშა მონაცემთა ცენტრი პირდაპირ ღაზაში, გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) შტაბ-ბინის ქვემოთ შექმნა. მიწისქვეშა კომპლექსი ისრაელის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს, - წერს The Times of Israel.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა მონაცემთა ცენტრი აღჭურვილი იყო საკუთარი ელექტრული ქვესადგურით, სამრეწველო ბატარეებითა და ჰამასის ტერორისტების საცხოვრებელი ოთახებით, რომლებიც მართავდნენ კომპიუტერულ სერვერებს. იგი შეიქმნა გაეროს სააგენტოს შენობის ქვეშ - სადაც ისრაელს თავიდან არც კი უფიქრია მსგავსი ობიექტების ძებნა.

იმისათვის, რომ ბრალდებები უსაფუძვლო არ ყოფილიყო, ხუთშაბათს, 8 თებერვალს IDF-მა ჟურნალისტები ამ მიწისქვეშა კომპლექსის მოსანახულებლად მოიწვია. დღეს The Times of Israel-მა გამოაქვეყნა ფოტომასალა მიწისქვეშა კომპლექსიდან. ჟურნალისტები ღია გვირაბის გადასასვლელში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შევიდნენ და ნამდვილი მიწისქვეშა ქალაქი საკუთარი თვალით ნახეს.

IDF ოფიციალური პირები თვლიან, რომ ჰამასი სერვერის ცენტრს იყენებდა დაზვერვის შეგროვების, მონაცემთა დამუშავებისა და კომუნიკაციისთვის. 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ბენი აარონის თქმით, მისმა ჯარისკაცებმა ასევე იპოვეს იარაღის რამდენიმე სათავსო პირდაპირ UNRWA-ს შენობაში, თუმცა გაეროს პერსონალი უკვე დიდი ხნის წინ იყო ევაკუირებული, ასე რომ იარაღი იქ შესაძლოა, მოგვიანებით მიიტანა. 


 

ამის მიუხედავად, IDF აცხადებს, რომ UNRWA-ს ზოგიერთ ოფისში მათ იპოვეს აღჭურვილობა და დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ "იგივე ოფისებს იყენებდნენ ჰამასის ტერორისტებიც".

”ეჭვგარეშეა, რომ UNRWA-ს თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ [ჰამასი] თხრიდა უზარმაზარ გვირაბს მათ ქვეშ. UNRWA უზრუნველყოფს ჰამასის დაფარვას, UNRWA ზუსტად იცის, რა ხდება მიწისქვეშეთში, და UNRWA იყენებს თავის ბიუჯეტს ჰამასის ზოგიერთი სამხედრო შესაძლებლობების დასაფინანსებლად. ”, - ამბობს პოლკოვნიკი აარონი.

მსგავსი სიახლეები