"შეცდომა დავუშვი" - უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა

11.02.24 14:58
"შეცდომა დავუშვი" - უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა

უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა. ამ ნაბიჯით კატალი ნოვაკმა შეცდომა აღიარა. პრეზიდენტი სკანდალში პატიმრის შეწყალების გამო გაეხვა. კაცი, რომელიც უნგრეთის პრეზიდენტმა ციხიდან გამოუშვა, სექსუალური ძალადობის საქმეზე სასჯელს იხდიდა. ის მიუსაფარ ბავშვებს აიძულებდა, არ ეთქვათ გამოძიებისთვის, რომ თავშესაფრის დირექტორი მათზე სექსუალურად ძალადობდა. 

შეცდომა დავუშვი, გავეცი შეყალება, რომელმაც ბევრ ადამიანში გამოიწვია დაბნეულობა და მღელვარება, - თქვა ნოვაკმა ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 

პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ხალხში საპროტესტო აქციები მოჰყვა, ამიტომ ორბანის მოკავშირე ნოვაკს პოსტის დატოვება მოუწია.