პუტინის დამამშვიდებელი გამცხადებების არ გვჯერა - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ვლადიმერ პუტინის მტკიცების მიუხედავად, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმას არ გეგმავს, ესტონეთი გეგმავს, რუსეთის საზღვართან თავდაცვის ხაზის მშენებლობა გააგრძელოს. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა.
პევკურის თქმით, ვლადიმერ პუტინის დამამშვიდებელი განცხადებების არ სჯერა. ის კატეგორიულად უარყოფდა უკრაინაში შეჭრის გეგმას მანამ, სანამ ქვეყანაში არ შეიჭრა.
"ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს. გჯერათ ვლადიმერ პუტინის იმის შემდეგ, რასაც ის ამბობდა და როგორც იქცეოდა მრავალი წლის განმავლობაში?", - თქვა მან.
მინისტრის თქმით, ესტონეთი ზრდის მზადყოფნას „და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს“.