ისრაელმა ღაზაში ქალაქ რაფაჰს დაარტყა - დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, არიან დაჭრილებიც

12.02.24 10:53
ისრაელმა ღაზაში ქალაქ რაფაჰს დაარტყა - დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, არიან დაჭრილებიც

ისრაელმა ღაზას სექტორს დაარტყა. სამიზნე რაფაჰი იყო. დაღუპულია, მინიმუმ, 37 ადამიანი. არიან დაჭრილებიც. ჰამასის კონტროლირებადი ტერიტორიიდან იუწყებიან, რომ ისრაელმა დარტყმები თვითმფრინავების, ტანკებისა და გემების გამოყენებით განახორციელა. 

ჯო ბაიდენი ღამით  ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. შტატები მოუწოდებს ისრაელს, არ დაიწყოს სპეციალური გეგმის გარეშე რაფაში სამხედრო ოპერაცია, რადგან ამ ქალაქს ახლა თავს ერთი მილიონი ადამიანი აფარებს. 

იმუქრება ეგვიიპტე. თუ ისრაელის არმია რაფაში შევა, ეგვიპტე სამშვიდობო ხელშეკრულებას დატოვებს. ნეთანიაუჰუს და მისი მთავრობის პოზიცია კი ასეთია - სახმელეთო ოპერაცია რაფაჰში ერთ თვეში, მუსლიმთა წმინდა თვე - რამადანამდე უნდა დაასრულონ, თუმცა მანამდე მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას მისცემენ.

მსგავსი სიახლეები