უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის ბუფერული ზონა უნდა გახდეს, რადგან რუსეთი მის ნგრევას განაგრძობს - ორბანი

უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის ბუფერული ზონა უნდა გახდეს. ეს განცხადება უნგრეთის პრორუსმა ლიდერმა გააკეთა. ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ უკრაინის ნატოში შესვლა ევროპის თავდაცვას არ გააძლიერებს. პრემიერ მინისტრის თქმით, ევროპა არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინას საკმარისი იარაღი მიაწოდოს, ამიტომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.
ორბანი აღნიშნავს, რომმ უკრაინას, როგორც ბუფერულ სახელმწიფოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები უნდა მიეცეს.
მოგწონთ თუ არა ეს, მოსწონთ თუ არა ეს უკრაინელებს, უკრაინა რუკაზე იქაა სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის ბუფერული ზონა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ, ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს შეეგუება ევროკავშირისა და ნატოს უკრაინისნაირი წევრის გამოჩენას მის საზღვრებთან, არასდროს,- განაცხადა ორბანმა.