ტეხასის შტატის ეკლესიაში ქალმა არასრულწლოვნის თანდასწრებით ცეცხლი გახსნა - არიან დაშავებულები
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში არსებულ ეკლესიაში ქალმა არასრულწლოვნის თანდასწრებით ცეცხლი გახსნა - შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია.
თავდამსხმელი პოლიციის ოფიცრებმა იქამდე დაჭრეს სასიკვდილოდ, სანამ იგი ვინმეს მოკვლას მოასწრებდა.
შემთხვევა ლეიქვუდის ეკლესიაში, ესპანურენოვანი პარაკლისის დაწყებამდე მოხდა.