ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს - ნეთანიაჰუ

ისრაელის თავდაცვის ძალები გაჩერებას არ აპირებენ, - ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.
მისი თქმით, მანამ, სანამ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" სრულად არ განადგურდება, ისრაელი გაჩერებას არ აპირებს.