რა შემთხვევაში ჩავა პუტინი ერევანში - კრემლი გარანტიებს ითხოვს

"პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტამდე, მოსკოვს სჭირდება გარკვეული გარანტიები სომეხი პარტნიორებისგან ICC-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ახალი რეალობა, რომელიც სომხეთის საერთაშორისო სტატუტთან მიერთებას ეხება, რა თქმა უნდა, იქონიებს ნეგატიურ გავლენას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ გარკვეული გარანტიები ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან. ეს საკითხი ჯერ კიდევ უნდა განვიხილოთ ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რისთვისაც მზად ვართ", - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება სომხეთის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეერთებას.