სანდო გეგმის გარეშე ჩვენ სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას რაფაჰში მხარს არ ვუჭერთ - მილერი

12.02.24 23:04
სანდო გეგმის გარეშე ჩვენ სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას რაფაჰში  მხარს არ ვუჭერთ - მილერი

ამერიკის შეერთებული შტატები რაფაჰში ისრაელის სრუმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას მოსახლეობის დაცვის სტრატეგია გარეშე ეწინააღმდეგება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ისრაელის გეგმას გმობს.

იგი მძევლების გათავისუფლების ოპერაციას სრულმასშტაბიან შეტევად არ განიხილავს.

სანდო გეგმის გარეშე, რომლის შესრულებაც მათ შეუძლიათ, ჩვენ სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში სპეცოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც "ჰამასის" ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლა, თუმცა "ჰამასის" ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები