ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰის დაბომბვით - კარიმ ხანი

12.02.24 23:25
ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰის დაბომბვით - კარიმ ხანი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ რაფაჰის დაბომბვასთან დაკავშირებით.

იგი ღაზის სექტორში არსებულ ყველა მძევლის გათავისუფლებას მოითხოვს.

ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰის დაბომბვითა და პოტენციური სახმელეთო შეჭრით ღრმად შეშფოთებული ვარ“, - წერს კარიმ ხანი X-ზე.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში სპეცოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც "ჰამასის" ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლა, თუმცა "ჰამასის" ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.