რაფაჰში მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია გარდამტეხი მომენტია ისრაელისთვის - გალანტი

12.02.24 23:43
რაფაჰში მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია გარდამტეხი მომენტია ისრაელისთვის - გალანტი

"რაფაჰში მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია გარდამტეხი მომენტია "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლაში", - ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტიმ გააკეთა.

მისი თქმით, სამხედრო ოპერაციები კვლავ გაგრძელდება, რათა ტერორისტული დაჯგუფების ტყვეობიდან ყველა ისრაელელი იყოს განთავისუფლებული.

"ჰამასი" დაუცველია და იქ შესაძლებელია ყველგან მისვლა და ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს იქ მძევლები და მათთან მიახლოება გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ მათ უმეტესობას ამ გზით არ გამოვიყვანთ და დავიბრუნებთ შეთანხმების პროცესებით, მაგრამ კიდევ რამდენჯერ იქნება საჭირო სამაშველო ოპერაცია და რა ვითარებაში, ვინ იცის?" - განაცხადა გალანტმა.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში სპეცოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც "ჰამასის" ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლა, თუმცა "ჰამასის" ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები