სროლა ნიუ-იორკის მეტროში - დაღუპულია 1 და დაშავებულია 5 ადამიანი

13.02.24 10:53
სროლა ნიუ-იორკის მეტროში - დაღუპულია 1 და დაშავებულია 5 ადამიანი

ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინფორმაციას  Associated Press, New York Post ავრცელებს.

ინციდენტი ორშაბათს, ბრონქსში, ამაღლებულ მატარებლის პლატფორმაზე, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მოხდა. ეს ის დროა, როცა ქალაქის სადგურები სავსეა მოქალაქეებით და სკოლიდან დაბრუნებული ბავშვებით.

NYP იუწყება, რომ პოლიციამ დაადასტურა, რომ სროლის შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა. გარდა ამისა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა 5 დაშავებულის შესახებ განაცხადა, რომელთა მდგომარეობაც მისი თქმით, მძიმეა.

NYP-ის გამოცემა პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაშავებულია 14 წლის გოგონა, 15 წლის ბიჭი, 29 წლის ქალი და ორი მამაკაცი, 71 და 28 წლის.

მსგავსი სიახლეები