სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

13.02.24 12:29
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 13 თებერვალს, 05:30 საათიდან ცეცხლი გაუხსნეს ნერკინ ხანდის რეგიონში მდებარე სომხურ პოზიციებს.

საპირისპიროს ამტკიცებს ბაქო. 

„12 თებერვალს, 20:50 და 23:40 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა პოზიციებიდან, ტოვუზგალის რაიონის დასახლების ჩინარლის მიმართულებით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს",- იუწყება სააგენტო Trend-ი.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული მედია „ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურის განადგურების შესახებ“, წერს რომლებმაც მედიის ცნობით, „ზავი დაარღვიეს ზავი და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ".

ერევანი აცხადებს, რომ ინფორმაციას სწავლობს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გამწვავდა

მსგავსი სიახლეები