რუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრზე ძებნა გამოაცხადა

13.02.24 12:51
რუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კალასი კაია. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, - წერია მონაცემთა ბაზაში, რომელშიც მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპიც.

მსგავსი სიახლეები