ოკუპანტებმა ნიკოპოლი არტილერიიდან დაბომბეს - დაიღუპა ერთი ადამიანი
გამთენიისას ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს. იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ტრაგიკული დილა. ნიკოპოლში კაცი დაიღუპა. ის მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლა. 64 წლის იყო, - წერს ტელეგრამ არხზე სერგეი ლისაკი.
აღსანიშნავია, რომ მტრის დაბომბვის შედეგად კერძო სახლიც დაზიანდა.