თურქეთში მეწყერი ჩამოწვა და 9 ადამიანი მოიყოლა - ოქროს მაღაროს ნაწილი პრაქტიკულად აღარ არსებობს

14.02.24 10:54
თურქეთში მეწყერი ჩამოწვა და 9 ადამიანი მოიყოლა - ოქროს მაღაროს ნაწილი პრაქტიკულად აღარ არსებობს

სტიქია თურქეთში - ოქროს მაღაროს ნაწილი პრაქტიკულად აღარ არსებობს. მეწყერი იქ გამთენიისას ჩამოწვა და 9 ადამიანი მოიყოლა. მათი სამძებრო ოპერაცია ახლაც გრძელდება.

ადგილზე 400 მაშველი მუშაობს. მიწა, რომელმაც მეწყერი ჩამოაყალიბა ოქროსთვის იყო დამუშავებული, ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ის ისეთ საშიშ ნივთიერებებს შეიცავდეს, როგორიცაა ციანიდი, რაც ახლომდებარე ტერიტორიაზე სიცოცხლისთვის საშიშ რისკებს ქმნის.

მსგავსი სიახლეები