უკრაინის გენშტაბმა რუსული სადესანტო გემის განადგურება დაადასტურა

14.02.24 12:36
უკრაინის გენშტაბმა რუსული სადესანტო გემის განადგურება დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალები შავ ზღვაში რუსეთის დიდი სადესანტო გემი "ცეზარ კუნიკოვის" განადგურებას ადასტურებს - უწყების ცნობით, გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად, გადაადგილდებოდა.

ცნობისთვის, "Украинской правда-ი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ომში ჩართულმა ქვეყანამ რუსეთის ფედერაციის კუთვნილებაში მყოფი სადესანტო გემი ჩაძირეს.