ლიბანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - არიან დაღუპულები

14.02.24 17:20
ლიბანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - არიან დაღუპულები

ლიბანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაიჭრა - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა The Times of Israel-ის ინფორმაციით, გარემოებები მიუთითებს, რომ იგი ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰეზბოლამ განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იერიშის სამიზნე ჩრდილოეთის სარდლობის შტაბის ბაზა და საფედის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზა იყო.

თავდასხმის საპასუხოდ, IDF-მა ლიბანის ტერიტორიაზე "ფართო" მასშტაბის საჰაერო იერიში მიიტანეს.

მსგავსი სიახლეები