უკრაინელებმა სერიოზული ზიანის მიყენება შეძლეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის, ეს დიდი გამარჯვებაა - სტოლტენბერგი

14.02.24 17:59
უკრაინელებმა სერიოზული ზიანის მიყენება შეძლეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის, ეს დიდი გამარჯვებაა - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინელი სამხედროების მიერ რუსული სადესანტო ხომალდის, "ცეზარ კუნიკოვის" განადგურებას ეხმაურება და ამბობს, რომ ომში ჩართულმა ქვეყანამ სერიოზული ზიანის მიყენება შეძლეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის.

მისი თქმით, ეს დიდი მიღწევა და გამარჯვებაა.

ასე რომ, ახლა უკრაინას შეუძლია მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე. სულ რამდენიმე თვის წინ ცოტას სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი რეალურად ხდება, მიუხედავად რუსეთთან შეთანხმების არარსებობისა. ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარებსა და კომპეტენციას. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ქმედებების, უნარების, გამბედაობის შედეგია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების დახმარება და მხარდაჭერა", - თქვა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 14 თებერვალს შავ ზღვაში რუსეთის დიდი სადესანტო გემი, "ცეზარ კუნიკოვი" გაანადგურეს. გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად, გადაადგილდებოდა.